Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ შარაბიძე![]()
Biographyსასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაეწაფა ქართულ და საეკლესიო გალობას, რამაც შეუწყო ხელი ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის, ძლიერი ხმის გამომუშავებაში. სემინარიის დამთავრებისთანავე მარტვილის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნეს საეკლესიო გალობის მასწავლებლად; 1877 წელს ქუთაისში გადმოიყვანეს საკათედრო ტაძრის მთავარ დიაკვნად; იმავე წელს დაინიშნა სასულიერო სასწავლებლის სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად. მთელ დროს მუსიკისა და სიმღერის შესწავლას ახმარდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლოტბარებთან და ხალხური სიმღერების მცოდნეებთან. მალე ფისგარმონია შეიძინა, რაც იშვიათი იყო მაშინდელი ქართული ოჯახისათვის. 1890 წლიდან თავს ანებებს სასულიერო სახწავლებელს და მხოლოდ არქიდიაკონის მოვალეობას ასრულებს საკათედრო ტაძარში. 1890 წელს გამოიცა მისი წიგნი "ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი“, რომლის შედგენაზეც იგი წლების მანძლზე მუშაობდა. წყარო: http://mwvanekvavila.blogspot.com/ Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |