შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ შარაბიძე![]()
ბიოგრაფიასასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1861 წელს, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაეწაფა ქართულ და საეკლესიო გალობას, რამაც შეუწყო ხელი ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის, ძლიერი ხმის გამომუშავებაში. სემინარიის დამთავრებისთანავე მარტვილის სასულიერო სასწავლებელში გაგზავნეს საეკლესიო გალობის მასწავლებლად; 1877 წელს ქუთაისში გადმოიყვანეს საკათედრო ტაძრის მთავარ დიაკვნად; იმავე წელს დაინიშნა სასულიერო სასწავლებლის სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად. მთელ დროს მუსიკისა და სიმღერის შესწავლას ახმარდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლოტბარებთან და ხალხური სიმღერების მცოდნეებთან. მალე ფისგარმონია შეიძინა, რაც იშვიათი იყო მაშინდელი ქართული ოჯახისათვის. 1890 წლიდან თავს ანებებს სასულიერო სახწავლებელს და მხოლოდ არქიდიაკონის მოვალეობას ასრულებს საკათედრო ტაძარში. 1890 წელს გამოიცა მისი წიგნი "ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი“, რომლის შედგენაზეც იგი წლების მანძლზე მუშაობდა. წყარო: http://mwvanekvavila.blogspot.com/ ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |