შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1885 წელს და დაინიშნა მასწავლებლად სოფელ დვაბზეს სასწავლებელში. 1889 წელს იგი გადაიყვანეს სოფელ ხვარბეთის სკოლაში; 1892 წელს სოფელ ბახვის საწავლებელში; 1898-1901წწ. მუშაობდა აჭარაში, სოფელ ხულოს ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველად.; 1903 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის ქართულ დაწყებით სკოლაში, რომელიც 1921 წლიდან გადააკეთეს რვაწლიან შრომის სკოლად, შემდეგ ოთხწლიან შრომის სკოლად და ბოლოს 1930 წლიდან შვიდწლედად. პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ბევრს მუშაობდა ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე, ეს სახელმძღვანელოები დაცულია მის პირად არქივში და ყურადღებას იმსახურებს თავისი შინაარსითა და შედგენის პრინციპებით. თანამშრომლობდა ქართულ იუმორისტულ ჟურნალ "ეშმაკის მათრახში", სადაც იგი ალ. ბლიკვაძის ფსევდონიმით ხშირად ათავსებდა სახუმარო სცენებს, ლექსებსა და შარადებს. 1925 წელს ბათუმის პირველი საფეხურის მე-2 ქართულ სკოლას მისი სახელი ეწოდა. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 632; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.158-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |