Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1885 წელს და დაინიშნა მასწავლებლად სოფელ დვაბზეს სასწავლებელში. 1889 წელს იგი გადაიყვანეს სოფელ ხვარბეთის სკოლაში; 1892 წელს სოფელ ბახვის საწავლებელში; 1898-1901წწ. მუშაობდა აჭარაში, სოფელ ხულოს ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველად.; 1903 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის ქართულ დაწყებით სკოლაში, რომელიც 1921 წლიდან გადააკეთეს რვაწლიან შრომის სკოლად, შემდეგ ოთხწლიან შრომის სკოლად და ბოლოს 1930 წლიდან შვიდწლედად. პრაქტიკულ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ბევრს მუშაობდა ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე, ეს სახელმძღვანელოები დაცულია მის პირად არქივში და ყურადღებას იმსახურებს თავისი შინაარსითა და შედგენის პრინციპებით. თანამშრომლობდა ქართულ იუმორისტულ ჟურნალ "ეშმაკის მათრახში", სადაც იგი ალ. ბლიკვაძის ფსევდონიმით ხშირად ათავსებდა სახუმარო სცენებს, ლექსებსა და შარადებს. 1925 წელს ბათუმის პირველი საფეხურის მე-2 ქართულ სკოლას მისი სახელი ეწოდა. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 632; დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., ლეთა, 2017. -გვ.158-170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |