The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მაცაბერიძე

გიორგი მაცაბერიძე
Date of birth:15 July, 1949  (75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, აბდომინალური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. სამეცნიერო პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს სამედიცინო აკადემიის ასპირანტებს, ორდინატორებს. 2004 წელს იყო ქართულ–ამერიკული დერმატო–ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი. 2004–2006წწ. საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის უფროსი; 2004 წლიდან პ. შოთაძის სახელობის სამედრო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქოლედოქოლითიაზის დიგნოსტიკა", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის რეგენერაციის ქირურგიული სტიმულაცია მისი ქრონიკული დიფუზური დაავადებების დროს", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.350;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 603

Member of Organizations

  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, მდივანი

Bibliography


Share: