Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა მოსეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან–ჰიგიენის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1958წწ. იყო ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთის საექიმო პუნქტის გამგე; 1958–1960წწ. წყალთბილას სასოფლო საავადმყოფოს გამგე; 1960–1962წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი თერაპიის სპეციალობით; 1962–1972წწ. ვალეს სანიტარული ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1973–1974წწ. სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი, 1974–1978წწ. რაიონის პოლიკლინიკის გამგე; 1979–1984წწ. რაიონისა და ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 25–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კუჭ–ნაწლავთა, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებებს, მედიცინის ისტორიასა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებს. შინაგან სნეულებათა სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "მესხური სული", "კიდევაც დაიზრდებიან"(თბილისი, 1991), "ხმა მესხეთიდან"(ახალციხე, 1997). რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი აქვს 100–ზე მეტი პუბლიკაცია "ექიმის საუბრები". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციულ მოქმედებაზე ნაწლავთა რეცეპტორების გაღიზიანების გავლენის შესახებ", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |