Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე დოლაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი 1972 წელს. 1958-1960წწ. ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში; 1960-1975წწ. იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი და მხატვარი; ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს; 1979-2010წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში"; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი"; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე"; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა"; ბალეტის მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.469; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |