შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იამზე დოლაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი 1972 წელს. 1958-1960წწ. ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში; 1960-1975წწ. იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე; ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი და მხატვარი; ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს; 1979-2010წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში"; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი"; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე"; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა"; ბალეტის მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.469; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |