| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე დოლაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს. თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი 1972 წელს. 1958-1960 წლებში ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 1960-1975 წლებში იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე-მსახიობი. ანსამბლ "რუსთავის" ქორეოგრაფიული ჯგუფის სოლისტი და მხატვარია. შექმნილი აქვს მოცეკვავეთა სამოსის ესკიზები. 1979-2010 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში". ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი". ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე", აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა". ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში "ქართულის" ბრწყინვალე შესრულებისთვის მიღებული აქვს ოქროს მედალი (1962, 1968). ანსამბლ "რუსთავის" კოსტუმების ავტორი. ბალეტის მსახიობი. მისი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2015 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.469; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.199; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 151 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

