| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იამზე დოლაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს. თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი 1972 წელს. 1958-1960 წლებში ცეკვავდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 1960-1975 წლებში იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე-მსახიობი. ანსამბლ "რუსთავის" ქორეოგრაფიული ჯგუფის სოლისტი და მხატვარია. შექმნილი აქვს მოცეკვავეთა სამოსის ესკიზები. 1979-2010 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში". ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი". ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე", აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა". ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში "ქართულის" ბრწყინვალე შესრულებისთვის მიღებული აქვს ოქროს მედალი (1962, 1968). ანსამბლ "რუსთავის" კოსტუმების ავტორი. ბალეტის მსახიობი. მისი ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2015 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.469; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.366; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.199; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 151 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

