The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ დოლენჯაშვილი

ანზორ დოლენჯაშვილი
Date of birth:5 October, 1954
Date of death:8 April, 2022  (at 67 years)
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1975-1976წწ. იყო მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე; 1977-1978წწ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1981 წელს დააარსა ი. ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრი; ამავე წლიდან იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; თეატრის საუკეთესო დადგმები: გ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი", ლ. ასათიანის "ბასიანის ბრძოლა", დ. აწყურელის "ბერბიჭები" (ინგილოურ დიალექტსა და აზერბაიჯანულ ენაზე), ლ. უსტინოვის "პატარა მეარღნე", ა. გეწაძის "შუაზე გაყოფილი ცრემლი", ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"; საკონცერტო პროგრამა: "ქართული სიმღერის საღამო", ლიტერატურული თეატრი "ჩვენი ილია" (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.471; საქართველოს თეატრალური საზოგადოება: m.facebook.com

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Share: