| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ნაფეტვარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს; თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ასპირანტურა კარდიოლოგიაში 1974 წელს. 1972-1976წწ. იყო ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1976-1979წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაირა ორდინატურა, 1979-1994წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის და ინფარქტის განყოფილების ექიმი. 1994-2004წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი კარდიოლოგი; 2004-2013წწ. აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი; 2013 წლიდან კარდიოქირურგიული კლინიკა "ღია გულის" ექიმი კარდიოლოგი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მიოკარდიუმის ინფარქტის პრობლემებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მიოკარდიუმის ინფარქტის დროს", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.220; ღია გული - საუნივერსიტეტო კლინიკა: openheart.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

