შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს. 1934-1938წწ. იყო თბილისის სატყეო ინსტიტუტის, ხოლო 1939-1947წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე; 1941-1945წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1947-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში; 1949-1954წწ. ტექნიკური მექანიკის კათედრის გამგე; სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონალურ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს; იყო საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი; 1960 წელს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პირველი პრემია სახელმძღვანელოსთვის "ჰიდრომექანიკა". ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.473 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |