Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961-1972წწ. გ. ტარსაიძის სახელობის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1988 წლიდან დოცენტი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაუკომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლის მიმოქცევის შესწავლა რეოგრაფიული მეთოდით ჰიპერტონული დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ბადურის თრომბოჰემორაგიული დაავადებების დროს კარდიოდინამიკასა და ცერებრალური სისხლის მომოქცევასთან კომპლექსში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.229 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |