Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის დ. ი. მენდელეევის სახელობის ქიმიურ–ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1993წწ. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოში"; 1972-1993წწ. იყო ამ გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1981-1993წწ. სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროქიმიური ხელსაწყოთმშენებლობის მთავარი კონსტრუქტორი; 1994 წლიდან არის სამედიცინო უნუვერსიტეტთან არსებული ექსპერტიზის და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან ჟურნალ "Georgian Engineering News" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა; მიღებული აქვს ასზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე; მეცნიერი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ხელსაწყოთმშენებლობისა და სენსორების დარგში, pH–მეტრიისა და იონომეტრიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.475 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |