შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო შუბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1896 წელს. 1902 წლამდე მუშაობდა დიდი ჯიხაიშის ორკლასიან სკოლაში მესამე მასწავლებლად. 1902 წელს მიიწვიეს ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად; რევოლუციური მუშაობის გამო, 1906 წელს იძულებული იყო მიეტოვებინა ძველი სენაკის ქართული სკოლა და მთიანი რაიონებისათვის შეეფარებინა თავი; ერთი წლის მერე კვლავ თავის სკოლაში დაბრუნდა; 1911 წელს იგი ძველი სენაკის ქართული სკოლიდან ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს მასწავლებლად. 1909 წელს გამოვიდა მისი მეთოდური ბროშურა "სახმო წესით კითხვის სწავლება". 1916 წელს დაარსდა საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, რომლის გამგეობის წევრად იგი აირჩიეს. 1922 წელს დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი გაიხსნა და იგი სიამოვნებით დათანხმდა დირექტორად ემუშვა, სადაც იგი 1930 წლამდე დარჩა, ხოლო მომდევნო ორი წელი იმავე თანამდებობაზე მუშობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1932 წლიდან ამ სასწავლებლის რეორგანიზაციის გამო, თბილისში გააგრძელა მუშაობა სხვადასხვა სპეციალურსა და ზოგადი განათლების სასწავლებლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილები, ძირითადად, მეთოდური, საყოფაცხოვრებო და პედაგოგიური შინაარსისა იყო. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/172-shubladze ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |