The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრო შუბლაძე

ანდრო შუბლაძე
Legal name:ანდრია შუბლაძე
Date of birth:10 February, 1875
Date of death:1959  (at 83 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის მაზრა. 

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია 1896 წელს.

1902 წლამდე მუშაობდა დიდი ჯიხაიშის ორკლასიან სკოლაში მესამე მასწავლებლად. 1902 წელს მიიწვიეს ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად;  რევოლუციური მუშაობის გამო, 1906 წელს იძულებული იყო მიეტოვებინა  ძველი სენაკის ქართული სკოლა და მთიანი რაიონებისათვის შეეფარებინა თავი;  ერთი წლის მერე კვლავ თავის სკოლაში დაბრუნდა; 1911 წელს იგი ძველი სენაკის ქართული სკოლიდან ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს მასწავლებლად. 1909 წელს გამოვიდა მისი  მეთოდური ბროშურა "სახმო წესით კითხვის სწავლება". 1916 წელს დაარსდა საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, რომლის გამგეობის წევრად იგი აირჩიეს. 1922 წელს დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი გაიხსნა და იგი სიამოვნებით დათანხმდა დირექტორად ემუშვა, სადაც იგი 1930 წლამდე დარჩა, ხოლო მომდევნო ორი წელი იმავე თანამდებობაზე მუშობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1932 წლიდან ამ სასწავლებლის რეორგანიზაციის გამო, თბილისში გააგრძელა მუშაობა სხვადასხვა სპეციალურსა და ზოგადი განათლების სასწავლებლებში; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილები, ძირითადად, მეთოდური, საყოფაცხოვრებო  და პედაგოგიური შინაარსისა იყო.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/172-shubladze

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1904-)

Awards and Honors

  • 1925 - სსრკ შრომის გმირი

Bibliography


Share: