The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დომენტი IV (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი)

Legal name:დამიანე ბაგრატიონი
Date of birth:16??
Date of death:1741
Category:Religious leader

Biography

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი 1705-1741წწ. მწიგნობარი ვახტანგ VI-ის ძმა; 1705-1708წწ. ვახტანგ VI-თან ერთად მონაწილეობდა კანონების შედგენაში; 1707 წელს ირანის შაჰს ეწვია და დაამტკიცებინა საკათოლიკოსო მამულები, მათ შორის კახეთის ხელისუფალთა მიერ იმჟამად მისაკუთრებული  საკათალიკოსო კახური სამფლობელოებიც; 1710 წელს კახეთის მეფე დავით II-ს(იმამყულიხანი) დააწერინა საკათალიკოსო მამულების მფლობელობის სიმტკიცის სიგელი; 1712-1714წწ. მხარს უჭერდა ირანში მყოფი ვახტანგ VI-ის გამეფებას; ერთ პერიოდში სცადა სამეფო ტახტის დაკავება, მაგრამ არ გაუმართლა; 1723 წელს, თბილისში ოსმალეთის შემოჭრის დროს, გაიხიზნა ლორის ციხეში, იქიდან კი - ქსნის საერისთაოში; თბილისის გამგებელმა იესემ(ალიყური-ხანი) კათოლიკოსად ბესარიონი დანიშნა; დომენტი IV 1725 წელს ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია; აქ დაუმტკიცეს საკათალიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს; 1727 წლის დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულზე გადაასახლეს(აქ იგი 1736 წლის დამლევამდე იყო), შემდეგ სტამბოლშია; 1737 წელს გარდაიცვალა ბესარიონ კათოლიკოსი; 1739 წლის ნოემბერში დომენტი Iქართლში დაბრუნდა და კვლავ კათოლიკოსად ჩანს; მისი ლიტერატურულ-მწიგნობრული მოღვაწეობა ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცების საქმეს; მან შეკრიბა ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწეთა ცხოვრება-წამების აღწერილობანი, მათ შორის ზოგიერთი სვინაქსალური სახისა და შეადგინა ქართული ჰაგიოგრაფიული კრებული(მოღწეულია 1713 წლის გადანაწერი ნუსხით); საეკლესიო პრაქტიკისათვის გადააწერინა პარაკლიტონი, ასკეტიკონი და სხვა; ბერძნულიდან ათარგმნინა კურთხევანი და 1719 წელს საკუთარი ხარჯით დააბეჭდინა თბილისში; შეადგინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია(მოღწეულია 1718 წლის ნუსხით); გადასახლებაში ყოფნისას შეკრიბა ილარიონ ქართველისა და სხვათა საგალობლები, გადააწერინა საეკლესიო მამათა თხზულების II ნაწილი; მან საკუთარი ხარჯით შეასრულა მცხეთის სვეტიცხოვლის, თბილისის ანჩისხატის, მეტეხისა და სხა ეკლესიების სარემონტო სამშენებლო სამუშაოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.478



Share: