The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაშიდ მაჯიდ-ოღლუ ბეიბუთოვი

რაშიდ მაჯიდ-ოღლუ ბეიბუთოვი
Date of birth:1 December, 1915
Date of death:9 June, 1989  (at 73 years)
Burial location:ბაქო
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1933 წელს თბილისში დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ხალხური სიმღერების შესრულებით; 1934-1944წწ. მოღვაწეობდა ერევანში, 1944-1956წწ. იყო ბაქოს ფილარმონიის სოლისტი, 1953-1960წწ. ბაქოს საოპერო თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი); 1957-1959წწ. ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო საკონცერტო ანსამბლს, იყო აზერბაიჯანული სიმღერის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1966); სახელი გაითქვა როგორც საესტრადო მომღერალმა (ევროპული, რუსული, თურქული, არაბული, ინდური ხალხური სიმღერები); ამავდროულად გამოდიოდა ბაქოს ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში (ფიქრეთ ამიროვის ოპერაში "სევილ", ასკერ ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიაში "არშინ მალ-ალან"); გადაღებულია კინოფილმებში, "არშინ-მალ-ალან" (1946); გასტროლებით იმოგზაურა: ბელგია, თურქეთი, ინდოეთი, იტალია, ფინეთი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 73

Awards and Honors

  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1980 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1978 - აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემია
  • 1959 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1946 - სტალინური პრემია, კინოფილმისათვის "არშინ-მალ-ალან"

Share: