The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ რუხაძე

რამაზ რუხაძე
Date of birth:11 December, 1950  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1975წწ. იყო თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1975–1978წწ. ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგი; 1978–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980-1992წწ. თბილისის ბავშვთა 1 საავადმყოფოს კლინიკის ქირურგი, სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კურსის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ სამედიცინო ლიტერატურაში. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლგარეთა სანაღვლე გზების ატრეზიის ადრეული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143

Member of Organizations

  • მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა, კოორდინატორი
  • საქართველოს ბავშვთა ქირურგების ასოციაციის გამგეობა, მდივანი

Share: