შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერასიმე ცაგარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1893 წელს დაასრულა. 044იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; 1894 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთისის სათვადაზნაურო სასწავლებელში. აქ იგი წარმატებით ასწავლიდა რუსულსა და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას, არითმეტიკის სწავლებაც ეხერხებოდა; 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა, გიმნაზია მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გერასიმე ცაარეიშვილი ყველ კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო; ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; სილოვან ხუნდაძესთან ერთად იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა არჩეული და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთბამდე; მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც: 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო; ექვსი წელიწადი ემსახურა საბჭოთა სკოლას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მშნებლობაში. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |