The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეგნატე ხრამელაშვილი

ეგნატე ხრამელაშვილი
Date of birth:27 January, 1866
Date of death:17 August, 1912  (at 46 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Mathematician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეზატი, გორის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1887 წელს.

იმავე წელს დაიწყო პედაგოგად მუშაობა სოფელ წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, სადაც მოღვაწეობდა 1889 წლამდე; 1889-1903წწ. იყო თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლის მასწავლებელი; 1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსი დაამთავრა 1909 წელს და საქართველოში დაბრუნდა სამუშაოდ; 1906 წელს გამოვიდა ეგნატე ხრამელაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო "არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითების კრებული (მოქმედებათა შესწავლის მეთოდებით)", მეორე ნაწილი გამოქვეყნდა 1907 წელს. ეს კრებული 1912 წლიდან "მოწონებული და ნებადართული იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან ქართულ სკოლებში სახმარებლად". 1909 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი ახალი "არითმეტიკის სახელმძღვანელო ამოცანებით და რიცხვითი მაგალითებით", რომელიც მეორედ 1919 წელს გამოიცა. ამ სახელმძღვანელოების ბოლო გამოცემები ეკუთვნობა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". ტერმინოლოგია ჯერჯერობით იგივეა, რაც წინა სახელმძღვანელოებში. 1909 წელს დაინიშნა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად. მან პირველად გამოსცა "სახალხო გაზეთი"; სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; თავის ნაშრომებში ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს. 

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.113

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1910-1912)

Bibliography


Share: