Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დონდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი. ასწავლიდა ქუთაისის და თბილისის სკოლებში (მათ შორის 14 წელი თბილისის I საშუალო სკოლაში); სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ რესპუბლიკურ კურსებს; კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში; გამოქვეყნებული აქვს ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიული სახელმძღვანელოები, მეთოდური წერილები, სასწავლო პროგრამები, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შრომები; ხელმძღვანელობდა სასწავლო გეოგრაფიული რუკების ქართულ ენაზე გამოცემას, გეოგრაფიული ნომენკლატურის ქართული ტრანსკრიფციის დადგენას; 1926-1932წწ. მისი სახელმძღვანელოთი ("წყარო") ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება ქართული სკოლის დაწყებით კლასებში; 1916-1924წწ. ს. ჯაფარიძესთან ერთად გამოსცა საბავშვო ზღაპრების სერია "სურათები - ზღაპრები"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.481 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |