Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბათლომე ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახი. ქართველი ინგილო. დაამთავრა ზაქათალას სამოქალაქო სასწავლებელი; შემდეგ გორის სამასწავლებლო სემიანრიის კურსი. იგი ითვლებოდა საუკეთესო მოსწავლედ, განსაკუთრებით, მათემატიკაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ გაგზავნეს მასწავლებლად დარუბანდში, შემდეგ აღბულაღში და დუშეთში; 1893 წელს მოახერხა თავის მშობლიურ სოფელ კახში მასწავლებლად მოწყობა, სადაც მან 18 წელი იმუშავა; მისი პედაგოგიური მოღვაწეობა მარტო სკოლის კედლებით არ შემოიფარგლებოდა. სკოლიდან დაბრუნებლს თხუთმეტი-ოცი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ინგილო ესტუმრებოდა ყოველდღიურად და ბათლომე მათ ასწავლიდა წერა-კითხვას, უკითხავდა ჟურნალ-გაზეთებს, უამბობდა ქვეყნის ამბებს, იგავ-არაკებს და სხვ.; ყოველ კვირას მიდიოდა ეკლესიაში და ჩრდილში შეკრებილ ხალხს თავისებური მჭერმეტყველებით უამბობდა სხვადასხვა ამბებს და ეხმარებოდა სახალხო საკითხების გადაწყვეტაში. იგი ინგილო ხალხის მოამაგე და დამხმარე იყო ჭირსა თუ ლხინში. მის მიერ შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელო კარგა ხანს იხმარებოდა ამიერკავკასიის სკოლებში; სისტემატურად წერდა წერილებს და ათავსებდა ჟურნალ-გაზეთებში; მისი უშუალო ინიციატივით და მონაწილეობით კახში დრამატული წრე ჩამოყალიბდა; 1917 წელს აზერბაიჯანში მუსავატელები გაბატონდნენ და იგი იძულებული იყო გასცლოდა საინგილოს საზღვრებს. საინგილოს დაკარგვამ გატეხა და ლოგინად ჩააგდო, რამდენიმე წელი იავადმყობა და გარდაიცვალა ლაგოდეხის მახლობლად სოფელ ცოდნისკარში. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.730
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |