The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად ბუცხრიკიძე

Date of birth:8 April, 1962  (63 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1982 წელს(სადირიჟორო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს(საკომპოზიციო).

1994 წლიდან იყო თბილისის მუსიკალური სკოლების, სტუდიების, ლიცეუმის პედაგოგი, ასევე უნივერსიტეტის პედაგოგი; ფოლკლორული ექსპედიციების წევრი (1989–1990წწ., ხულო); დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – "აჩრდილი" N1, N2(1987), "მოგონება" ორმაგი შემადგენლობისათვის (1987), "ჟამი უბნობისა" (1997), "ლაზარე" (2003), სიმფონიები N2, N3, N4, N5 (2008, 2009, 2010, 2012), სიმფონია "ბეთჰოვენი" (2011); მუსიკა ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1989); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – საფორტეპიანო პიესა "ერმი", სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1989), 6 სიმებიანი კვარტეტი, "კოკროჭინა" სოლო ვიოლონჩელოსათვის (2007), კვინტეტი ჩასაბერი საკრავებისათვის (2012), "ოტარიდი" 20 სიმებიანი საკრავისათვის, "პასტორალი" სოლო გიტარისათვის (2012); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – "მაღალი კოშკი"(1989), "ტუნა და ბუცო" მთხრობელისა და ფორტეპიანოსათვის (2005), "ფრაზები ტ. გრანელის ლექსებიდან" ტენორისა და კამერული შემადგენლობისათვის (2006), "დედავ ბუნებავ" (2007, გ. ტაბიძისლექსზე), "მასკარადში" მთხრობელისა და ფორტეპიანოსათვის (2007, ტ. ტაბიძის ლექსზე); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის – "ვოიცეკი" (1994, თბილისი, რუსთაველის თეატრი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 85

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Share: