The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ჯაყელი

ნიკო ჯაყელი
Date of birth:1 January, 1862
Date of death:5 May, 1929  (at 67 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყავი, ოზურგეთის მაზრა.

ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ შევიდა თბილისის ე. წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომლის კურსი წარმატებით დაამთვრა 1884 წელს და დაინიშნა მასწავლებლად ქ. შუშაში. მაგრამ გული სამშობლოსკენ მოუწევდა და მალევე ბათუმში გადმოვიდა; სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ქუთაისში, კულაშში და ქობულეთში; 1890–იან წლებში ბათუმის მოსახლეობა გიმნაზიის გახსნას ითხოვდა, მაგრამ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა გიმნაზია გაიხსნა და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკო ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგ ამავე სასწავლებლის ინსპექტორი და მუდმივი მოამაგე იყო. შეიძლება ითქვას, რომ სახალხო განათლების აჭარის მოღვაწეთა შორის იგი იყო პირველი ინტელიგენტი თურქთა მონობიდან ახლად გამოხსნილ ამ კუთხეში განათლებისა და წერა–კითხვის გამავრცელებელი, რომელიც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ დასახული გეზით მოქმედებდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ლენინის სახელობის ბათუმის საშუალო სკოლის გამგედ დაინიშნა.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/79-jakeli

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Share: