Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანთიმოზ ჯუღელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, იმერეთი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია მეორე წელსვე დატოვა; მუშობა დაიწყო სოფელ სუჯუნის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად; სუჯუნიდან გადავიდა სოხუმში და მუშობა დაიწყო მთიელ ბავშთათვის გამართულ სკოლებში; 1875-1876წწ. გამოაქვეყნა რამდენიმე საყმაწვილო მოთხრობა, დედა-ენის სწავლების სახელმძღვანელო, წერის დედანი, რეცენზიები და საქართველოს ბუნებასა და გეოგრაფიაზე რამდენიმე პატარა თზულება, სადაც გადმოცემულია მისი შეხედულება სწავლა-აღზრდის ცალკეულ საკითხებზე; სოხუმში იგი აჩაღებს ფართო საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო მუშაობას; იბრძვის დედა-ენაზე სწავლების უფლებისათვის, ავრცელებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სოხუმელ მოსახლეთა შორის; მან პირველმა შემოიღო სუხუმში აბრეშუმის ჭიის მოვლა; მისივე ხელმძღვანელობით დაარდა ამხანაგობა "სააგარაკო მიწების შეძენისა“, რაც ხალხის კეთილდღობას ემსახურებოდა; არჩეული იყო ქალაქის გამგეობის წევრად. წყარო: განმანათებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.478 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |