Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა სურმავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა კოჯორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1969წწ. იყო კოჯრის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1969-1970წწ. რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რადიონუკლიდური და სხვა სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების შესაძლებლობებს სხვადასხვა დაავადებების დროს. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი რენტგენო-რადიონუკლიდური მეთოდების შესაძლებლობანი ჰეპატო-ბილიარული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში დიფუზიურ-ტოქსიკური ჩიყვის დროს", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |