The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ტატიშვილი

დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1984წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო გენეტიკისა და სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს პროქტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.

1984–1990წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის N1 კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის, 8 სტუდენტის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის ზოგადი სპეციალიზაციის და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე. პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლითოზის კლინიკო–გენეტიკური გამოკვლევა", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261


გააზიარე: