| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტატიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1976-1978წწ. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების კლინიკური საავადმყოფოს სანიტრად და ამავე კლინიკური საავადმყოფოს ექთანად (1978-1981); 1981 წელს ბილნისის რაიონის კაზრეთის სამედიცინო სანიტარული ნაწილის ექიმი - ქირურგი; (1981–1984) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი გენეტიკის სპეციალობით, ჯერ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი (1984-1989); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა პირველი კათედრის დოცენტი (1989-2005, პროქტოლოგიის განხრით); პარალელურად იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე (1990-2004). ექიმი-ქირურგი, პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1984). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსხვილი ნაწლავის დიფუზური პოლიპოზის კლინიკო-გენეტიკური შესწავლა", დაიცვა 1984 წელს ( ქ. მოსკოვი, საკავშირო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო გენეტიკის ინსტიტუტი). წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.83-85-86
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

