Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მადონა უკლება![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1983 წელს. 1984-1987წწ. იყო თერჯოლის რაიონული პოლიკლინიკის პედიატრი; 1987-1989 წლებში პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რევმატიზმს, არარევმატიულ კარდიტს-მკურნალობაში რეფლექსოთერაპიის გამოყენებას, ჰორმონულ და იმუნოლოგიურ ძვრებს აღნიშნული პათოლოგიების დროს ბავშვებში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოფიზუტ-თირეოიდული სისტემის ფუნქციური აქტივობის მაჩვენებლების მნიშვნელობა ბავშვებში ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის და რევმატიზმის დიფერენციული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.267 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |