The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი უშვერიძე

გიორგი უშვერიძე
Date of birth:6 October, 1922  (102 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944-1945 წლებში იყო კურორტ აბასთუმნის ექიმი-ფტიზიატრი, 1945-1952 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი, ასისტენტი, 1952-1968 წლებში საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, 1968 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა შინაგანი დაავადებების კლიმატური ფაქტორებით მკურნალობის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ტუბერკულოზის კლიმატოთერაპია", თბილისი, 1956; "კურორტი აბასთუმანი და მისი სამკურნალო თვისებები", თბილისი, 1960; "საქართველოს კურორტები"(თანაავტორებთან ერთად), თბილისი, 1982; "კურორტები"(ენციკლოპედიური ერთტომეული, თანაავტორებთან ერთად), მოსკოვი, 1983; "საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები"(თანაავტორებთან ერთად), მოსკოვი, 1983. ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა-"ნახშირწყლების ცვლა ტუბერკულოზის დროს აბასთუმნის მთის ჰავის პირობებში", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა-"საშუალო სიმაღლის მთის ჰავის თერაპიული მოქმედების მექანიზმები", დაიცვა 1972 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99

Member of Organizations

  • საქართველოს კურორტოლოგთა და ფიზიოთრეაპევტთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, განყოფილების ხელმძღვანელი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ჯანმრთელობის დაცვის დარგში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: