The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულიკო ფალავანდიშვილი

სულიკო ფალავანდიშვილი
Date of birth:22 December, 1938
Date of death:8 March, 2005  (at 66 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1964წწ. მუშაობდა მცხეთის კარსანის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ექიმად; 1964–1966წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1966-1967წწ. ქ. თბილისის IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი; 1967-1970წწ. ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის ასპირანტი;   1971-1985წწ. აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების ჯერ უმცროსი, შემდეგ - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1986წწ. საქართველოს რესპუბლიკური ინფექციური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დისპანსერიზაციის განყოფილების გამგე; 1986-1988წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს ექიმი – ინსპექტორი; 1987 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1988 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ლაბორატორიის მთავარი ექიმი; 1988-1990წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის დისპანსერული განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. აქვე - მთავარი ექიმის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკონსულტაციო პოლიკლინიკური მუშაობის დარგში; 1994-2000წწ. მთავარი ექიმის მოადგილე საორგანიზაციო-მეთოდური და პოლიკლინიკური მუშაობის დარგში; 2000 წლიდან პენსიაზე. ავტორია 79 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 სახელმძღვანელოსი, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიტრალური კომისუროტომია ორსულობის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.879-882


Share: