შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დინა ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი(სენაკის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1952-1953წწ.იყო ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი, 1953 წელს ექიმი-ორდინატორი, 1969-1972წწ. ტრავმატოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972-1993წწ. მწვავე ტრავმების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პირველი განყოფილების ხელმძღვანელი, 1995 წელს განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, 1995 წლიდან აღნიშნული განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტრამვატოლოგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 8 მეთოდური წერილი და რამდენიმე კრებული: "ლავიწის მოტეხილობათა მკურნალობა"(1979), "ზემო კიდურების მსხვილი სახსრების ტრამვული ამოვარდნილობები(კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, 1993); ტრავმატოლოგიის სახელმძღვანელოს მოკლე კურსი; "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის თავისებურებანი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის დროს"(1978), "კომპრესულ-დისტრაქციული ოსთეოსინთეზის გამოყენება მწვავე ტრავმის დროს". ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ყელის მოტეხილობათა მკურნალობა", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |