Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1943–1945წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1946–1947წწ. მოსკოვის დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1947–1958წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1958–1964წწ. დოცენტი; 1964 წელს პროფესორი; 1968–1969წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ქართულ, რუსულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 134 ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადოქტორო და 7 საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეა კარდიოლოგთა საკავშირო, ევროპის და მსოფლიო კონგრესების. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მალარიის დროს", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები ვენური წნევის რეგულაციის შესახებ (კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1961. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |