შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1943–1945წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1946–1947წწ. მოსკოვის დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1947–1958წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1958–1964წწ. დოცენტი; 1964 წელს პროფესორი; 1968–1969წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ქართულ, რუსულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 134 ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადოქტორო და 7 საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეა კარდიოლოგთა საკავშირო, ევროპის და მსოფლიო კონგრესების. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მალარიის დროს", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები ვენური წნევის რეგულაციის შესახებ (კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1961. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |