Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ქორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1984 წელს იყო ნოვოსიბირსკის №4 სამშობიარო სახლის ობსერვაციული განყოფილების გამგე; 1985 წელს თბილისის №5 სამშობიარო სახლის ობსერვაციული განყოფილების გამგე, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამეანო განყოფილების გამგე; 1995 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის დირექტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულთა მძიმე ტოქსიკოზის ფონზე წარმოებული საკეისრო კვეთის შემდგომ მელოგინეთა კლინიკურ-იმუნოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.288; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |