Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ქოჩიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, 1984-1988წწ. ასპირანტი, 1988 წლიდან კათედრის ასისტენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სამსახურის უფროსი, კლინიკა "გიდმედის" კლინიკური დირექტორი, სრული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის მორფოლოგიური თავისებურებანი ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის განვითარების მექანიზმი და მისი პათოგენეზური მკურნალობა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.373; tbilisipost.ge; vidal.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |