შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1946-1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი; 1950-1954წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1963წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1963 წელს ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე, 1986 წლიდან კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომისა, ვაზო და კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების კლინიკური-ფარმაკოლოგიურ აპრობაციასა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება ახალი სამკურნალო საშუალებების პრაქტიკაში დანერგვა. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ადონიზიდის ფარმაკოლოგიისათვის". სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისტილბესტროლის და ტესტოსტერონის ნარევის ანტიათეროგენული მოქმედების მექანიზმი ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს და მისი ეფექტურობა კლინიკაში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.293 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |