The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა ღამბაშიძე

Date of birth:September, 1921  (102 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1946-1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი; 1950-1954წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1963წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1963 წელს ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე, 1986 წლიდან კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის განყოფილების გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომისა, ვაზო და კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების კლინიკური-ფარმაკოლოგიურ აპრობაციასა და პრაქტიკაში დანერგვის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება  ახალი სამკურნალო საშუალებების პრაქტიკაში დანერგვა. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები ადონიზიდის ფარმაკოლოგიისათვის".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისტილბესტროლის და ტესტოსტერონის ნარევის ანტიათეროგენული მოქმედების მექანიზმი ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს და მისი ეფექტურობა კლინიკაში", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.293

Member of Organizations

  • თერაპიული საზოგადოება, წევრი
  • ფარმაკოლოგიური საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1996 - საპატიო სიგელი

Share: