Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიან მესტვირიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1955 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1961წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი; 1961-1964წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1964-1970წწ. ქ. დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1986წწ. ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან ლაბორატორიის გამგე; 1986 წლიდან მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1964 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1971 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1983 წლიდან პროფესორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |