Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ორენბურგის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971წწ. იყო ორენბურგის მე–3 საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1971–1975წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვში კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიაში; 1975–1991წწ. მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1991 წლიდან ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია 95 სამეცნიერო ნაშრომის. სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფეოქრომოციტომის დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვაზორენალური ჰიპერტენზია ავადმყოფებში ერთადერთი მოფუნქცირე თირკმლით", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.206 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |