| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა გუმბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქორეოგრაფიული ხელოვნება შეისწავლა ჯერ ჭ. აგაევთან, შემდეგ, ქორეოგრაფიულ სტუდიაში, დ. უშვერიძის ხელმძღვანელობით; 1944 წელს მიიწვიეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმში; 1944–1950წწ. იყო ქართული დივიზიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1951 წლიდან მუშაობდა ქუთაისის კულტურის სახლში; 1952 წლიდან იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ქორეოგრაფი; 1953–1956წწ. ცეკვებს დგამდა: სოხუმის, ზუგდიდის, ცხაკაიას თეატრებში; 1960 წლიდან სათავეში ედგა ქუთაისის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს; 1965 წლიდან ტყიბულის ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1971–1976წწ. მუშაობდა ქუთაისის ქორეოგრაფიულ კოლექტივებში; 1978 წელს თერჯოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, მისი ხელმძღვანელობით ინგლისში დიდი მოწონება დაიმდახურა; 1976 წლიდან იყო ქუთაისის ოპერის თეატრის ბალეტმაისტერი; მის მიერ დადგმული ცეკვები: "აჭარული სიუიტა", "აყვავებული აჭარა", "ნადირობა", "ლხინი", "ქაჯეთის ციხის აღება", სიუიტა "ღრეობა მთაში". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 129; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

