The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ევგენია გურაშვილი

Date of birth:22 February, 1925
Date of death:1992  (at 66 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1954 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს 70-მდე სცენური სახე, მათ შორის ოპერეტები: ჭრიჭინა (რ. გაბიჩვაძე "ჭრიჭინა"), ფატი, თინა (შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი", "სიმღერა თბილისზე"), მარინე (რ. ლაღიძე "კომბლე"), ნუცა (ა. შავერზაშვილი "აღლუმი"), ქიგალე(ნ. გუდიაშვილი "სალხინობელი"), ტასია (შ. აზმაიფარაშვილი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), სოფო, ლიზა (გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: პერიკოლა (ოფენბახი "პერიკოლა"), სილვა, პალინსკაია, მარიცა, ვიოლეტა(კალმანი "სილვა", "ცირკის პრინცესა", "მარიცა", "მონმარტრის ია"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), გულჩორა (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.132

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: