Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1980 წელს (მუსიკის თეორია). 1980-1982წწ. იყო ქ. სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, პედაგოგი(მუსიკის თეორიის საგნები); 1982-2000წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების ინსპექტორი; 1996-2006წწ. თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული საგნები); 2000-2004წწ. საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის დირექტორი; 2002-2005წწ. ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის "ხელოვნების ზეიმი" (ხელმძღვანელი ლ. ისაკაძე) მთავარი მენეჯერი; 2006 წლიდან საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" იდეის ავტორი, დამფუძნებელი(სამხატვრო ხელმძღვანელი ა. კორსანტია); 2006 წლიდან "აკაკი რამიშვილის ფონდი - ტრადიცია და ინოვაცია" დამაარსებელი და გამგეობის თავმჯდომარე; 2009 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მინისტრის მრჩეველი, ამავე წლიდან ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მთავარი მენეჯერი (სამხატვრო ხელმძღვანელი ლ. ისაკაძე), 2015 წლიდან მთავარი კონსულტანტი; 2011 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული "ინტელექტუალურ- შემეცნებითი სტუდია"-ს მენეჯერი; 2009-2011წწ. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საფესტივალო პროგრამების კოორდინატორი; ღონისძიებათა ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 136; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.58 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |