შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა შეყლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1968წწ. იყო ჭიათურის მედ. სანნაწილის საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ასპირანტი; 1969-1978წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1984წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1984-1994წწ. იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კათედრის დოცენტი, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დისპანსერულ-პოლიკლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან კლინიკურ-დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ლეიკოზების და ავთვისებიანი ლომფომების კლასიფიკაციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროგნოზს, მედიკო-სოციალურ რეაბილიტაციის და ეპიდემიოლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "ლეიკოზები და ავთვისებიანი ლიმფომები",("მეცნიერება", 1996). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 13 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის გამგე. ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კლინიკურ-დისპანსერული სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე ლეიკოზის ვარიანტები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლეიკემიზირებული ლიმფოსარკომების და ლიმფოლეიკოზების დიფერენციალური დიაგნოსტიკის თავისებურებანი", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.313; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.42 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |