The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩაჩუა

ზურაბ ჩაჩუა
Date of birth:26 July, 1927
Date of death:18 December, 2005  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1955წწ. იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის საოლქო საავადმყოფოს განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1955–1957წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის მე–2 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1957–1959წწ. საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სამინისტროს რესპუბლიკური საექიმო–შრომის ექსპერტიზის კომისიის წევრი; 1959–1962წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მე–2 კათედრის ასპირანტი; 1970–1979წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1982–1986წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი; 1986 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი სამედიცინო აკადემიის სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კურსის ხელმძღვანელია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ეწევა სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას საქართველოს სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისუნარიანობის აღდგენისა და ექსპერტიზის რესპუბლიკურ კლინიკაში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, მოჭადრაკე. 2014 წლიდან თბილისში არსებობს ზურაბ ჩაჩუას სახელობის ქუჩა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროპეტინები და პერიფერიული სისხლი კუჭსა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული გასტრიტების დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.321

Member of Organizations

  • თბილისის ჭადრაკის ფედერაცია, გენერალური მდივანი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში

Share: