The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩომახაშვილი

ზურაბ ჩომახაშვილი
Date of birth:7 October, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1981წწ. და 1982-1985წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1981-1982წწ. საქართველოს საზღვაო-სანაოსნო გემის ექიმი; 1985-1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1989-1991წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კლინიკური ორდინატორი, 1991-1992წწ. თეთრიწყაროს რაიონის სამეანო განყოფილების ექიმი-გინეკოლოგი; 1992-1995წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის მეან-გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი; 1996-1997წწ. წალკის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1997-1998წწ. კაზრეთის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე. 2004-2005წწ. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2006 წლიდან  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სრული პროფესორი; ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიის, ანატომიისა და მეან-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, აქედან 10 მონოგრაფია, რომელთა შორის 2 სახელმძღვანელოა, 24 გამოგონებისა და საავტორო უფლების ავტორი, რომელზეც გაცემულია სპეციალური სერტიფიკატები. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წილოვანი პორტული კომპლექსების გადაჭერა სისხლდენასთან ბრძოლის მიზნით ღვიძლზე ოპერაციების დროს", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.328

Member of Organizations

  • ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • აჭარის ექიმთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: