Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩოჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1975წწ. იყო სამხედრო სამსახურში; 1975-1978წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1978-1995წწ. იყო საქართველოს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. თბილისის კლინიკური ვენეროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი, 1996-1997წწ. საქართველოს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დეპატრამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა დერმატო-ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე. დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეტაციკლინის და ბენემიცინის მოქმედების მექანიზმი მამაკაცთა მწვავე გონორეის მკურნალობის დროს", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.329 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |