Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ჩხეტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1986-1989წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1989-1993წწ. თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ექოკარდიოგრაფიას, სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიას, გულის ფაზურ ანალიზს, გულის დიასტოლურ ფუნქციას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.332 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |